ქართული ალტერნატიული როკ-ჯგუფი Scratch The Floor დაანონსებულ ქართულ ფილმში “ოთარის სიკვდილი” მოხვდა.
ფილმი „ოთარის სიკვდილი“ არის ამბავი ორ ქართულ ოჯახზე. ერთი ოჯახი თბილისიდან არის, ხოლო მეორე სოფლიდან. ინციდენტის გამო გადაიკვეთებიან და მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. 36 წლის ქეთი და მისი 16 წლის შვილი ნიკა აღმოჩნდებიან რთულ სიტუაციაში მას შემდეგ, რაც ნიკა ქეთის მანქანით შემთხვევით მოხუც ოთარს დაეჯახება. ოთარი შემთხვევის შედეგად დაიღუპება. მისი ოჯახი ქეთისგან ითხოვს ფულს იმის სანაცვლოდ, რომ პოლიციაში არ განაცხადონ. ერთი დღის განმავლობაში ქეთი ცდილობს, იშოვოს ოთარის ოჯახის მიერ მოთხოვნილი თანხა, რომ შვილი ციხიდან დაიხსნას.
ფილმის ერთ-ერთ სცენაში კი ჯგუფი “Loudspeakers” მონაწილეობს თავისი მუსიკის თანხლებით.
სცენა ფილმიდან