ქართული ჯგუფი Scratch The Floor საერთაშორისო ტურნეს გამართავს.
ტურნე, რომლის სახელწოდებაა “”Sponsors Told Us To Go FUCK Ourselves Tour 2018″” ერევანში დაიწყება და ქუთაისში გაგრძელდება, შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპაში გადაინაცვლებს.
ჯგუფის გვერდზე ვკითხულობთ.
“ჰეი მეგობრებო-სქრეჩერებო! გვინდა გახაროთ კაი ახალი ამბები.
ამაწლის ოქტომბერში, პატარა-დიდ ტურნეს ვგეგმავთ ამიერკავკასიაში და აღმოსავლეთ ევროპაში.
დავიწყებთ ერევანში, 12 ოქტომბერს, ლატვიურ Skyforger-თან ერთად. შემდეგ 15.10-ში ჩავალთ ქუთაისში, და ჩვენს ძმობილ “ანარეკლთან” ერთად წარვდგებით თქვენს წინაშე ^_^ საიდანაც გავაგრძელებთ ტურს ჩეხეთ-პოლონეთში. 20 ოქტომბერს დავუკრავთ ქალაქ ელენია-გურაში გასამართ
KekFest 2018-ზე. რის შემდეგაც, 22-24 ოქტომბერს შევუერთდებით GROOVE METAL MADNESS tour-ს რუმინულ “Crimena” და ბულგარულ “Grimaze”-სთან ერთად.”