ქართული სუიციდური ბლექ-მეტალ ჯგუფი Psychonaut 4 ევროპის მასშტაბით მორიგ ტურნეს გამართავს.
ამჯერად ჯგუფი ტურნეს ცნობილ ფრანგულ ჯგუფთან, Nocturnal Depression-თან ერთად გამართავს.
ტურნე საფრანგეთის ქალაქ გრენობლში დაიწყება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ქალაქიდან არის ჯგუფი Nocturnal Depression, მაგრამ ამ შოუზე მხოლოდ Psychonaut 4 დაუკრავს.
ჯგუფები ევროპის 11 ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გამართავენ კონცერტებს. ტურნეს ბოლო დანიშნულების ადგილი სწორედ საფრანგეთი, ქალაქი პარიზი იქნება.