Rock.Ge
  • მთავარი
  • ქართული სცენა
  • უცხოური სცენა
  • აფიშა
No Result
View All Result
Rock.Ge
  • მთავარი
  • ქართული სცენა
  • უცხოური სცენა
  • აფიშა
No Result
View All Result
Rock.Ge
No Result
View All Result

Expecto Patronum

akaki-rock ავტორი akaki-rock
თებერვალი 26, 2016
in ქართული სცენა
191 4
414
SHARES
2.4k
VIEWS
Share on Facebook

ჯგუფის წევრები

სანდრო ცქიტიშვილი (კომპოზიცია, კლავიში, შემცვლელი ვოკალი)
გიორგი ლობჟანიძე (ვოკალი, აკუსტიკური გიტარა)
რეზი ლოლაძე (გიტარა)
ბექა ჩხარტიშვილი (ბასი)
მიხეილ ციხელაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები)

ყოფილი წევრები

რატი ჭიღლაძე (ბასი, ვოკალი)
შოთა ადამაშვილი (მთავარი ვოკალი, აკუსტიკური გიტარა)

ჟანრი: ნეო-პროგრესული როკი

ბიოგრაფია

ჯგუფი Expecto Patronum 2013 წლის სექტემბერში სანდრო ცქიტიშვილის (კომპოზიცია, კლავიში, ვოკალი) რეზი ლოლაძის (გიტარა) და მიხეილ ციხელაშვილის (დასარტყამი ინსტრუმენტები) მიერ შეიქმნა. იქამდე ცქიტიშვილი გამოსცემდა მუსიკას თავის სოლო პროექტ LaoZi-ს ფარგლებში (ბოლო ალბომი Lunatica, 2013), ციხელაშვილი და ლოლაძე კი ერთად უკრავდნენ Madness Limit-ში. მოგვიანებით, მათ შეუერთდა რატი ჭიღლაძე (ბასი, ვოკალი). ერთწლიანი რეპეტიციების, იდეების გაზიარებისა და ჯემ-სეიშენების შემდეგ, ჯგუფის შემადგენლობა საბოლოოდ 2015 წლის იანვარში შეივსო, როდესაც ჯგუფის ფრონტმენად მოვიდა შოთა ადამაშვილი (ვოკალი, აკუსტიკური გიტარა), რომელსაც მსმენელი აქამდე იცნობდა მხოლოდ როგორც ქანთრი-მუსიკის მომღერალს. 2015 წლის ოქტომბერში რატი ჭიღლაძე შეცვალა ბექა ჩხარტიშვილმა და ამ შემადგენლობამ ჩაწერა ცოცხალი ოთხსიმღერიანი სესია „კომუნიკატორში“. 2016 წელს ბენდს შეემატა ვოკალისტი გიორგი ლობჟანიძე.

ბენდის მუსიკა წარმოადგენს გამოკვეთილად მელოდიურ, დინამიკურ ნეო-პროგრესულ როკს, სადაც ამ სტილის ჟღერადობა შეთავსებულია singer / songwriter ესთეტიკით ინსპირირებულ, სოციალური თემატიკით დატვირთულ მესიჯებთან. Expecto Patronum ამჟამად სადებიუტო ალბომ “Amarcord” -ზე მუშაობს.

ჯგუფის სახელი და კავშირი მუსიკის მნიშვნელობასთან

ბენდის სახელი Expecto Patronum ნასესხებია Harry Potter-იდან და წარმოადგენს ყველაზე უფრო დადებით შელოცვას. მისი პირდაპირი თარგმანი ლათინურიდან რეზონირებს ჯგუფის მუსიკის მთავარ სათქმელთან: მსოფლიოში ბევრი პრობლემაა. მსოფლიოს სჭირდება მეტი სიკეთე. ჩვენ ყველა ველოდებით პატრონს. ჩვენ ერთმანეთის პატრონები ვართ. ჩვენ ველოდებით ერთმანეთს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი.

Tags: EXPECTO PATRONUMამარკორდიქართული ჯგუფიჰარი პოტერი
გასული სტატია

ირანული მეტალ-ჯგუფის წევრებს სიკვდილით დასჯა ემუქრებათ

შემდეგი სტატია

ზაკ უაილდის პირველი სინგლი მეორე სოლო ალბომიდან

akaki-rock

akaki-rock

შემდეგი სტატია

ზაკ უაილდის პირველი სინგლი მეორე სოლო ალბომიდან


დაგვიმეგობრდით

  • მთავარი
  • აფიშა
  • ქართული სცენა
  • უცხოური სცენა
  • გიტარის აკორდები

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ქართული სცენა
  • უცხოური სცენა
  • აფიშა

Login to your account below

Forgotten Password?

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In