Bullet For My Valentine-ის სოლისტი არ ერიდება იმის თქმას, რომ ალბომი, რომელიც აგვისტოში გამოვა წლის საუკეთესო ალბომი იქნება მეტალის სამყაროში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი თავისმა ბასისტმა და ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა ჯეისონ ‘ჯეი’ ჯეიმსმა დატოვა, მეთიუ თაქი აცხადებს, რომ VENOM გახდება წლის საუკეთესო მეტალ-ალბომი.
“ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ამ ალბომის. ეს იქნება წლის საუკეთესო ალბომი მეტალში. ჩვენ ეს გრძნობა ყოველი ალბომის გამოშვების წინ გვაქვს, მაგრამ ახლა ამას განსაკუთრებულად ვგრძნობთ. ახლა ისე ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, როგორც არასდროს.” – აცხადებს მეთიუ.
შეგახსენებთ, რომ VENOM იქნება რიგით მე-5 სტუდიური ალბომი ჯგუფის დისკოგრაფიაში. ალბომი 14 აგვისტოს გამოვა გაყიდვაში. ერთი თვის წინ კი გავრცელდა პირველი სიმღერა ალბომიდან.
[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=cKK5L0IYheQ” width=”540″ height=”360″ responsive=”no”] [/su_youtube]