ალტერნატიული როკ-ჯგუფი NEBO SSSR 2002 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ თბილისში.
ჯგუფის სადებიუტო ალბომია “personal sky”, რომელიც არ გამოსულა გაყიდვაში ცუდი ხარისხის გამო. ამის შემდეგ მათ რამდენიმე სიმღერა რუსეთშიც შეასრულეს, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდნენ ალბომის ჩასაწერად. 2004 წელს ჩაწერეს კიდეც ალბომი სახელწოდებით “Nasha Post Lubov”..
ჯგუფი წარმატებული გახდა, რასაც მოჰყვა 2005 წელს ახალი ალბომის “Samalioti”-ის გამოშვება, რომელიც ყველაზე პოპულარულია ჯგუფის შემოქმედებაში. 2006 წელს კი “Konec Getto?” გამოუშვეს. ჯგუფის შემოქმედებაში უკანასკნელი იყო ალბომი “Pisma”, რომლის პრეზენტაციაზეც ჯგუფმა დაშლის შესახებ აცნობა მსმენელებს, 10 დეკემბერს ჯგუფმა გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო.
ჯგუფის წევრები
კოტე კალანდაძე – ვოკალი, გიტარა
ნიკა ბუზალაძე – გიტარა
გიო კორძახია – ბასი
დიმა ოგანესიანი – დრამი