zemfira-gig

ზემფირამ მოსკოვში უკრაინულად იმღერა

19 სექტემბერს მოსკოვში გამართულ კონცერტზე ზემფირამ უკრაინულ ენაზე შეასრულა სიმღერა, რომელიც რუსეთში აკრძალულ უკრაინულ ჯგუფს океан эльзы ეკუთვნის. მსმენელი სიმღერას ოვაციებით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსს კომენტარი არ გაუკეთებია, ყველასათვის ყველაფერი ისედაც ცხადი იყო, კომენტარის გარეშეც.

ზემფირა რუსი მუსიკოსების იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც არ ერიდება საკუთარი განსხვავებული აზრის დაფიქსირებას ამა თუ იმ ფორმით.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours