Volbeat-630x420

Volbeat და მარკ ლანეგანი ცნობილ მუნჯურ ფილმში მიიღებენ მონაწილეობას

ცნობილი დანიური ჰევი მეტალ ჯგუფი Volbeat და Screaming Trees-ის და Queens of the Stone Age-ის სოლისტი მარკ ლანეგანი მუნჯური ფილმის ბრწყინვალე ქასთს დაემატნენ.

Gutterdammerung, ანუ როგორც დააანონსეს ყველაზე ხმაურიანი მუნჯური ფილმი დედამიწაზე შემდეგ წელს გამოვა და მეტალის მსმენელები მას მოუთმენლად ელიან.

ფილმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი სახეები როგორებიცაა: ლემი კილმისტერი, ჰენრი როლინსი, ტომ არაია, იგი პოპი და სხვები.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours