Phil Rudd

ვისი მოკვლა სურდა ფილ რადს ?

ფილ რადი უკვე მესამედ დაიბარეს ახალი ზელანდიის სასამართლოში და მის საქმეზე ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

როგორც იცით, ცნობილ დრამერს ორი ადამიანის მკვლელობის შეკვეთის მცდელობაში ედება ბრალი. უკვე ცნობილია იმ ადამიანთა ვინაობა, რომელთა სიცოცხლის მოსპობაც რადს სურდა.

ესენი არიან მოიჯარე და მისი ქალიშვილი. მოტივად ანგარება, საბაბად კი სიტყვიერი შეურაცხყოფა და ტყუილი სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მოიპოვა 26 სექტემბრის სატელეფონო ჩანაწერები, სადაც ფილ რადი აღნიშნულ პირთა მკვლელობაზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ფილ რადის მორიგი სასამართლო პროცესი, სადაც ეს ინფორმაცია გაჟღერდა, დაემთხვა AC/DC_ს ახალი ალბომის, rock or bust გამოსვლის დღეს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours