Vanilla Cage

„Vanilla Cage“ შეიქმნა 2009 წელს სამი მეგობრის (მაკა ფულარია (გიტარა), ნათია სურმავა (ბასი), სოფია კენჭიაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები)) მიერ. თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგად ჯგუფმა პირველ წარმატებას მიაღწია, როდესაც საპრომოუტერო კომპანია „Locomotive promotion“-ის მიერ მიწვეული იქნა ლეგენდარული ბრიტანული ბენდის „Uriah Heep“ –ის თბილისის კონცერტის afterparty-ზე. გოგონები მაყურებლის წინაშე (მათ შორის იყვნენ თვით „Uriah Heep“–ის წევრებიც) შეცვლილი შემადგენლობით წარსდგნენ (დასარტყამ ინსტრუმენტებთან ადგილი ირინა ლაცოშვილმა დაიკავა, ვოკალი– ეკა აბულაძე) და დიდი მოწონება დაიმსახურეს, რის შემდეგაც “Vanilla Cage”–ის პროდიუსერი ოფიციალურად „Locomotive Promotion“-ი გახდა. 2010 წლის სექტემბერში ჯგუფში კვლავ მოხდა ცვლილებები და “Vanilla Cage”–მა შემდეგი შემადგენლობით განაგრძო მუშაობა: ნათია სურმავა (ბასი), ირინა ლაცოშვილი (დასარტამი ინსტრუმენტები), მარი ინდაშვილი (გიტარა) და დინა მეგველია (ვოკალი). 2011 წელს ამ შემადგენლობით ბენდმა ცოცხალი კონცერტი ჩაწერა სატელევიზიო გადაცემისთვის „Caucasus Live”. მალე ჯგუფს შეემატა კიდევ ერთი წევრი, ნენსი ცქიტიშვილი (გიტარა, კლავიშები), ხოლო ვოკალისტის ადგილი კვლავ ვაკანტური გახდა, ხანმოკლე ძიებისა და კასტინგის შედეგად ბენდს მომღერალი თეო ჩიტიშვილი შეუერთდა. წლის ბოლოს „Vanilla Cage“–მა გადაწყვიტა ევროვიზია 2012 კონკურსში მონაწილეობის მიღება. ამ დროს საპროდიუსერო ჯგუფს შეუერთდა ცნობილი ქართველი მუსიკოსი დათო ევგენიძე. სანო სტუდიაში ჩაიწერა სიმღერა „Breaking the cage“. (სიმღერის ავტორები: ლევან კაპანაძე, ჯგუფი “Pay of freedom”. ტექსტი: გიგი გოგოხია, გიორგი ნონიაშვილი.) „Breaking the cage“. ევროვიზია 2012-ის საქართველოს შესარჩევ ტურში Vanilla Cage გახდა ლიდერი SMS-ების მიხედვით, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჯგუფისთვის მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ჟიურიმ სხვა შემსრულებელს მიანიჭა უპირატესობა.

2012 -2013 წლებში Vanilla Cage-მა დაიწყო საკუთარ მუსიკაზე აქტიურად მუშაობა და კონცერტებზე გამოსვლა, ჯგუფმა ჩაატარა კონცერტები თბილისში, რუსთავში, ბაქოში, ანაკლიაში და საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის:

Harley Davidson-ის აზერბაიჯანულმა წარმომადგენლობამ ჯგუფი მიიწვია ბაქოში Harley Davidson-ის 110 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე, სადაც Vanilla Cage ჰედლაინერი იყო.

2012 წლის მაისში Vanilla Cage იყო კუს ტბაზე როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალის ჰედლაინერი, ფესტივალი ბავშვთა და ახალგაზრდული ეროვნული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

2013 წლის აგვისტოში ჯგუფი გახდა საერთშრისო ბაიკ ფესტის ჰედლაინერი, რომელიც რუსთავის ავტო ტრეკზე ილიკო სუხიშვილისა და საერთაშორისო ბაიკერული კლუბის Rolling Anarchy-ს მიერ იყო ორგანიზებული.

ჟანრი: მძიმე როკი, ალტერნატიული მეტალი.

გააზიარე პოსტი

1 comment

Add yours

დატოვეთ კომენტარი