ulver2

ULVER დეტალები ახალ ბოქს-სეტზე

Century Media-მ გამოაქვეყნა რამდენიმე დეტალი ULVER-ის ბოქს-სეტზე “Trolsk Sortmetall 1993-1997”. გამოცემა ხელმისაწვდომი იქნება 5 დისკისგან შემდგარი კრებულის სახით, რომელსაც თან ახლავს 104 გვერდიანი ბუკლეტი. გამოცემის საერთო ხანგრძლივობა სამ საათს აჭარბებს და ის უნიკალური კომპილაციაა, რომელიც მოიცავს ჯგუფის მეტალისტურ პერიოდს.

ასე გამოიყურება დისკების შემცველობა:
CD 1: Vargnatt
CD 2: Bergtatt – Et Eeventyr i 5 Capitler
CD 3: Kveldssanger
CD 4: Nattens Madrigal – Aatte Hymne til Ulven i Manden
CD 5: Nattens Madrigal – 4 track rehearsal, summer 1995

რაც შეეხება ბუკლეტს, მასში შევა ჯგუფის აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოები, ასევე ტექსტი როგორც ნორვეგიულ, ასევე ინგლისურ ენაზე, ჯგუფის წევრების კომენტარები და ამონარიდები სხვადასხვა ინტერვიუდან.

ბოქს-სეტი ხელმისაწვდომი იქნება როგორც CD, ასევე ფირფიტის ფორმატში.

Tags ULVER

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours