BonoJobs

U2 და apple ახალ მუსიკალურ ფორმატზე მუშაობენ

ირლანდიური ჯგუფი და კომპანია apple ახალ მუსიკალურ ფორმატზე მუშაობენ. მუსიკოსების განცხადებით, ახალი ფორმატი დაასრულებს მეკობრეობის ერას. ფორმატი იმდენად მომხიბვლელი იქნება, რომ მსმენელი სიამოვნებით შეიძენს მუსიკალურ ალბომს ან ცალკეულ სიმღერას.
როგორც პროექტის მონაწილეები აცხადებენ, ახალი ფორმატი ხელს შეუწყობს როგორც შემდგარ მუსიკოსებს, ასევე დამწყებ ჯგუფებს და შემსრულებლებსაც.

სამწუხაროდ, ჯერ უცნობია პროექტის სხვა დეტალები, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი მუსიკალური ფორმატი 18 თვეში ამოქმედდება. ამავე პერიოდში შედგება U2-ს ახალი ალბომის “Songs of Experience” პრეზენტაციაც.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours