True-Detective-Main-Title-Sequence2

True Detective-ის შემქმნელს პლაგიატში ადანაშაულებენ

ემის რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებული, მათ შორის საუკეთესო დრამატული სერიალის ჯილდოს მფლობელი, სერიალის შემქმნელს ნიკ პიცოლატოს პლაგიატში ადანაშაულებენ. კერძოდ, პირველი სეზონის ტექსტის ნაწილი პიცოლატოს არ ეკუთვნის და ის უბრალოდ გადმოწერილია საშინელებათა ჟანრის მწერლის თომას ლიგოტის ნაწარმოებიდან, თან გადმოწერილია ფილმის ყველაზე საინტერესო პერსონაჟის დეტექტივ კოულის ფილოსოფიური ნააზრევი, ფაქტობრივად ფილმის მთავარი ხიბლი. ასეთი ბრალდება წაუყენეს პიცოლატოს, თავად სერიალის ავტორი კი ამასთან დაკავშირებით შემდეგს აცხადებს:

“ტელესერიალში პლაგიატს საერთოდ ვერ შეხვდებით, რასტ კოულის ფილოსოფიური წიაღსვლები მხოლოდ ჩემი დაწერილია და არცერთ სხვა ნაწარმოებს არ ეფუძნება. რა თქმა უნდა, ეს ფილოსოფია ანტინათალიზმსა და ნიჰილიზმს ეფუძნება, ასევე ისტორიული კავშირი აქვს შოპენჰაუერთან და ნიცშესთან, რომელთაც მსგავსი იდეები გააჩნდათ. პესიმისტი კოული გარკვეულწილად ეხმაურება მათ იდეებს, თუმცა მისი ნააზრევი არცერთ კონკრეტულ ნაწარმოებს არ ეფუძნება.”- აცხადებს პიცოლატო.

სანამ გაირკვევა დაარღვია თუ არა დეტექტივმა კოულმა, თუნდაც უნებურად, სხვისი საავტორო უფლებები, გეტყვით, რომ მეორე სეზონზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება. თითქმის დასრულებულია სცენარი, ასევე ცნობილია ახალი სეზონის ძირითადი მონახაზიც. თუ პირველ ნაწილში ფილმის ცენტრში ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დეტექტივი იყო, ახალ სეზონში ფილმს ოთხი მთავარი პერსონაჟი ეყოლება, მოქმედება კი კალიფორნიაში გადაინაცვლებს. ხმები იმის შესახებ, რომ მეორე ნაწილში კოლინ ფარელი მიიღებს მონაწილეობას, ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა არაფერია გამორიცხული.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours