15424700697_0d9110cebd_b

ჰოლივუდის ტოპ 10 ფილმი, რომელმაც ევროპა დაიპყრო

ოქროს პალმის რტო კანის კინოფესტივალის მთავარი პრემიაა და 1975 წლიდან გაიცემა. მისი მოპოვება ათმა ჰოლივუდურმა ფილმმა მოახერხა.

1. Barton Fink (1991)

ძმები კოენების ამ ფილმმა კანის კინოფესტივალზე ისტორია გადაწერა. ფილმმა კანის კინოფესტივალზე ყველა მთავარი პრიზი მოიგო, რის გამოც გამონაკლისის წესი შევიდა, რითაც მთავარი პრიზები ერთსა და იმავე ფილმზე არ უნდა გაიცეს. აქვე გეტყვით, რომ 1991 წელს ჟიურის პრეზიდენტი რომან პოლანსკი იყო. ფილმი მოგვითხრობს ებრაელი სცენარის ავტორის შემოქმედებით კრიზისზე, რომელსაც მას კომერციულობის გამო აღმართული მახინჯი კედელი უშლის.

2. All That Jazz (1979)

 All That Jazz.jpg

ბობ ფოსის კიდევ ერთმა არაჩვეულებრივმა მიუზიკლმა მას ოქროს პალმის რტო მოუტანა. ფილმი მოგვითხრობს ნიჭიერი ქორეოგრაფის და რეჟისორის ცხოვრებაზე, რომლისთვისაც გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს, მაგრამ სამყაროს ყველაზე რთული წინააღმდეგობა მას აიძულებს დაფიქრდეს ცხოვრებაზე, მაგრამ ის მაინც მოახერხებს ამ წინააღმდეგობის გადალახვასაც.

3. The Wrestler (2008)

 The Wrestler poster.jpg

დარენ არონოფსკის საუცხოო ფილმი, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომი მოიპოვა. ეს არის ისტორია ადამიანის, რომელიც რინგის ნამდვილი ვარსკვლავია, მაგრამ მისდა უნებურად აღმოჩნდება სერიოზული დაბრკოლების წინაშე, რომელიც მის ვარსკვლავს აქრობს და უბრალოს ხდის, ის ამას ვერ ეგუება.

4. 12 Angry Men (1957)

12 angry men.jpg

სიდნი ლუმეტის სადებიუტო ფილმი გახდა ჰოლივუდის პირველი ნაწარმი, რომელმაც ბერლინის კინოფესტოვალი დაიპყრო. გახდა რა ოქროს დათვის ლაურიატი. ფილმში აღწერილია ვერდიქტის მისაღებად გასულ ნაფიც მსაჯულთა სხდომა, სადაც მოვლენები იმგვარად ვითარდება, რომ მაყურებელს ფილმზე თვალის მოწყვეტის საშუალება ერთი წამითაც არ ეძლევა.

5. Apocalypse Now (1979)

Apocalypse Now poster.jpg

ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმი, რომელმაც კანში ოქროს პალმის რტო მოიპოვა ბევრი კრიტიკოსის ვერსიით მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო ფილმად, რადგან ფილმში არსებული უამრავი მესიჯი დღემდე აქტუალურია და მნიშვნელობას არ კარგავს. ფილმი არის ვიეტნამის ომზე და მის აფსურდულობას უსვამს ხაზს. ეს არის ფილმი იმ ზღვარზე, სანამდეც შეიძლება მივიდეს ადამიანი, მაგრამ ეს ზღვარი რეალურად არ არსებობს.

6. Taxi Driver (1976)
Taxi driver movieposter.jpg

მარტინ სკორსეზეს ლეგენდარულმა ფილმმა მოახერხა კანზე ოქროს პალმის რტოს მოპოვება.  ფილმი მოგვითხრობს ტაქსის მძღოლზე, რომელიც მის გარშემო დიდ სიბინძურეს ხედავს, ის ამ სიბინძურეს უყურებს და მისი გაწმენდის ბრძოლაში მარტოა, მაგრამ ეს მას მიზნის მიღწევისთვის ბრძოლაში ხელს ვერ უშლის, საინტერესოა აქვს თუარა ინდივიდს ძალა ამ მიზანს მიაღწიოს.

7. Pulp Fiction (1994)

კვენტინ ტარანტინოს საავტორო ფილმმა კანის კინოფესტოვალის მთავარი პრიზი, ოქროს პალმის რტო მიიღო. შავი კომედია, რომელიც შედგება რამდენიმე ამბისგან და ეს ამბები ქმნის ერთ მთლიან ჯაჭვს, რომელიც მაყურებელს ბევრ კითხვას უტოვებს. Pulp Fiction მიიჩნევა პოსტმოდერნისტული ფილმის ნამდვილ კლასიკად.

8. Sense and Sensibility (1995)

Sense and sensibility.jpg

ცნობილი რომანის შესანიშნავი ეკრანიზაცია, რომელმაც ბერლინის კინოფესტივალზე ოქროს დათვი მიიღო. ეს გახლავთ ენგ ლის პირველი ჰოლივუდური ფილმი, რომელიც მოგითხრობს ერთმანეთისგან განსხვავებული დების ცხოვრებაზე, რომელთაც გრძნობის და გონების ლაბირინთში უწევთ ცხოვრება.

9. Rain Man (1988)

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ბარი ლევინსონის ოსკაროსანი ფილმი, რომელმაც ასევე ბერლინის კინოფესტივალზე ოქროს დათვი მოიპოვა ამ სიტყვების ნამდვილი ნიმუშია. რეჟისორი ახერხებს, რომ ყოველგვარი ძახილის ნიშნების გარეშე მიაწოდოს მაყურებელს სათქმელი. ფილმის დასაწყისში ვხედავთ ხარბ ადამიანს, რომელიც ცდილობს მოულოდნელად გამდიდრებულ აუტიზმით დაავადებულ ძმას ფული გამოსძალოს, მაგრამ ყველაფერი იცვლება.

10. Brokeback Mountain (2005)

Brokeback mountain.jpg

ენგ ლის კიდევ ერთი ჰოლივუდური ფილმი, რომელსაც ევროპულ კინოფესტივალებზე წარმატება ხვდა წილად. Brokeback Mountain გახდა ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომის ლაურიატი. ფილმი მოგვითხრობს ორი ქოვბეის ისტორიას, რომლებიც მთაში ცხვრების მწყემსად მიდიან, იქ კი მათთვის უჩვეულო რამ მოხდება, რომელიც მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ეს არის რომანტიკული დრამა, რომელიც ყველა შეხედულების ადამიანამდე მიიტანს ემოციის თუნდაც მცირე ნაპერწკალს. ფილმი გამოირჩევა საოცარი პეიზაჟებითდა მუსიკით.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours