tool7-0326

Tool ახალ ალბომზე მუშაობს

ამის შესახებ ჯგუფის ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, მათ მოკლე პოსტი გამოაქვეყნეს, სადაც იტყობინებიან, რომ ” ჩვენი კარგი მეგობარი და King Crimson-ის პერკუსიონისტი პეტ მასტელოტო, სტუდიაში გვესტუმრა, რათა ჩვენი სამუშაო პროცესისთვის შეეხედა. მისი თქმით, ხმის იზოლაციის გაუმჯობესების შემდეგ სამუშაო პროცესი გაცილებით უკეთ მიმდინარეობს”.
როგორც ჩანს, ჯგუფი ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობს. ეს ფაქტი ძალიან სასიხარულო უნდა იყოს ფანებისთვის, მითუმეტეს, რომ მათი ბოლო ალბომი “10,000 Days” შორეულ 2006 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ჯგუფი ხანგრძლივ შვებულებაში იმყოფებოდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours