thurston_moore___the_best_day

Thurston Moore — The Best Day

ბოლო ინტერვუში ტერსტონ მურმა აღიარა, რომ Sonic Youth არ ქონდა არც ერთი მიზეზი, რომ ახალი ალბომი გამოეშვა. მათი ბოლო ნამუშევარი კი უბრალოდ ინერციით შეიქმნა. მართლაც, ჯგუფის წევრების სოლო ნამუშევრები უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე მათი ერთობლივი ალბომი “Body/Head”, რომელიც 2013 წელს გამოვიდა.

ტერსტონის ახალი ალბომი ნამდვილად უკეთესია, ვიდრე მისი გასული წლის ერთჯერადი პროექტი “Chelsea Light Moving”. ალბომი საერთო ჯამში არ განსხვავდება Sonic Youth-ის ჩვეული სტილისგან, ეს არც არის გასაკვირი, რადგან მის შექმნაში მონაწილეობა ჯგუფის დრამერმა სტივ შელიმ მიიღო, ბასზე კი სტივ გორდონის ნაცვლად My Bloody Valentine-ს წევრი დები გუჯი უკრავდა.

ალბომი კარგი გამოვიდა, თუმცა, სავარაუდოდ, მხოლოდ Sonic Youth-ის ერთგულ მსმენელში თუ გამოიწვევს დიდ ინტერესს.

ალბომის საერთო შეფასება7.2
7.2

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours