thom_yorke

Thom Yorkе — Tomorrow’s Modern Boxes

არა აქვს მნიშვნელობა, მოგწონს ტომ იორკი თუ არა, ეს ის შემთხვევაა, როცა მუსიკალური გემოვნების მიუხედავად აღიარებ მის რეგალიებს, ის მუსიკალური მეცნიერებების ნამდვილი შეშლილი პროფესორია, შეშლილი კარგი გაგებით.
გარდა იმისა, რომ ახალი ალბომი მუსიკალურად ძალიან კარგია, ის ძალიან კრეატიულიც არის. მისი გავრცელება მოხდა არნახულად,  ჯერ არავის განუთავსებია საკუთარი ალბომი ტორენტ ტრეკერზე უფასოდ მისი გაყიდვის მიზნით. ეგრეთ წოდებულმა ექსპერტებმაც კი აღიარეს, რომ ეს ექსპერიმენტი შესაძლოა იქცეს უკონტროლო მუსიკალური სამყაროს კონტროლის მექანიზმის აღმოჩენის წინაპირობად. ექსპერიმენტი ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს, ალბომი პირველივე კვირას ათეულობით ათასმა ადამიანმა გადმოიწერა. რამდენად მოხერხდება ამ წარმატების მონეტიზაცია, ამას დრო გვაჩვენებს.

რაც შეეხება ალბომის მუსიკალურ მხარეს, ის ჰგავს იორკის წინა ნამუშევრებს, სასიამოვნო, მედიტატიური IDM ელექტრონიკა, მგრძნობიარე ვოკალითა და საინტერესო ტექსტით.

bundles.bittorrent.com

ალბომის საერთო შეფასება8.6
8.6

გააზიარე პოსტი

1 comment

Add yours

დატოვეთ კომენტარი