knizhka

The Youngs: The Brothers Who Built AC/DC

აგვისტოს პირველ ნახევარში წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება ჯესი ფინკის წიგნი “The Youngs: The Brothers Who Built AC/DC”, რომელიც ავსტრალიური ლეგენდის AC/DC-ის შესახებ მოგვითხრობს, თუმცა ეს არ იქნება კლასიკური ბიოგრაფიული წიგნი, ეს უფრო კრიტიკული თვალით დანახული AC/DC-ია, ძირითადი აქცენტი კი ძმებ იანგებზე გაკეთდება, რომელთაც შექმნეს ჯგუფი.

წიგნის სიუჟეტი ეფუძნება ჯგუფის 11 სიმღერას, რომელიც 1968 წლიდან 1990 წლამდე დაიწერა. ავტორმა ასევე არ დაიზარა და მოიძია სხვადასხვა გამონათქვამი და სტატია ჯგუფის შესახებ, ასევე ესაუბრა ჯგუფის ყოფილ წევრებს. წიგნში მოყვანილია ნაწყვეტი სტატიიდან, რომელიც Classic Rock-ში გამოქვეყნდა და ეხება ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერას “Highway To Hell”, სადაც ხმის რეჟისორი ტერი მენინგი ამბობს:

“სიმღერის შექმნაში ძირითად როლს რა თქმა უნდა მუსიკოსები თამაშობენ, ისინი ვინც დაწერა მუსიკა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხალხის ფილოსოფია და თავად სტუდია, სადაც სიმღერა იწერება, მნიშვნელოვანია Compass Point-ი და მათი “სტუდია ა”, სადაც შესაძლებელია ძალიან კარგი ხმის დაყენება. სხვათა შორის, სტუდიის შესაფასებლად შეგიძლიათ მოისმინოთ რობერტ პალმერის “Addicted To Love”, რომელიც ამავე სტუდიაში ჩაიწერა.”

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours