The-Who-e1404806145906

The Who თავის მე-12 ალბომზე მუშაობს

კლასიკური როკის ლეგენდის, The Who-ს ვოკალისტმა როჯერ დალტრიმ The Mirror-თან საუბრისას დაადასტურა ინფორმაცია, რომ ჯგუფი ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობს. სადღაც ერთი თვის წინ, ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, ინტერნეტში მათი ახალი სიმღერა Be Lucky გამოჩნდა. დალტრიმ ახალ ალბომზეც მიანიშნა და აღნიშნა, რომ ეს დისკი მათი ჯგუფის დაარსების 50 წლისთავს მიეძღვნება. მან თქვა: „The Who-მ რეკორდი მოხსნა. ჩვენ 50 წელია ერთად ვართ. უკვე წარმოვადგინეთ ახალი სიმღერა და მალე ახალი ალბომიც გვექნება. ეს დიდებულია!“

Be Lucky შევა ჯგუფის მომავალ ალბომში, რომელსაც ერქმევა Who Hits 50. ჯგუფის წინა ალბომი, Endless Wire 2006 წელს გამოვიდა. 30 ნოემბრიდან The Who ბრიტანეთში საიუბილეო საგასტროლო ტურში მიემგზავრება, რომელსაც The Who Hits 50 ჰქვია. ტურის ფარგლებში 9 კონცერტია დაგეგმილი. ჯგუფი თავის ადრეულ ძველ სიმღერებსაც შეასრულებს, როცა მათ ერქვათ The High Numbers.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours