The Smashing Pumpkins

The Smashing Pumpkins-მა ახალი სიმღერა გამოაქვეყნა

ამერიკულმა ალტერნატიულმა როკ-ჯგუფმა The Smashing Pumpkins-მა „იუტუბის“ თავის არხზე ახალი კომპოზიცია One and All („ყველა, როგორც ერთი“) გამოაქვეყნა. სიმღერა შესულია ჯგუფის მომავალ ალბომ Monuments To An Elegy-ში, რომელიც დღის სინათლეს სულ მალე იხილავს. ბენდმა ალბომი ჩიკაგოში 2014 წლის ზაფხულში ჩაწერა. ფირფიტის პროდიუსერი ჰოვარდ ვილინგია (Howard Willing).

ჯგუფის შემადგენლობა უცვლელია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ დრამერ მაიკ ბირნს, რომელმაც ჯგუფი ივნისში დატოვა. მის ნაცვლად ფირფიტის ჩაწერაში მონაწილეობა Mötley Crüe-ს დრამერმა ტომი ლიიმ მიიღო. Monuments To An Elegy 2014 წლის 8 დეკემბერს გამოვა და მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია iTunes-ზე. ეს კი ახალი სიმღერა:

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours