The Mins

ჯგუფი The Mins შეიქმნა 2011 წლის მარტში და უკრავს Alternative/ New Progressive Rock-ს. შედგება 4 წევრისგან, რომელთა გემოვნება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ეს მათ ხელს არ უშლის. პირიქით, ეხმარება მათ სხვადასხვა ჟღერადობის თუ ჟანრის სინთეზში.

ჯგუფის პირველ ლაივი იყო 2011 წლის ოქტომბერს Altervision Newcomers-ზე. ამის შემდეგ მათ გააკეთეს ძალიან დიდი პაუზა საკუთარი სარეპეტიციოს შესაქმნელად, რასაც დიდი რესურსი და დრო დაჭირდა.

ამჟამად, ჯგუფს აქვს 10 საკუთარი თრექი, რომელთაც დროთა განმავლობაში ჩანაწერებად აქცევენ.

The Mins-ს გადაღებული აქვს პირველი კლიპი სინგლზე “Blind World”, რომელიც გამოქვეყნდა 16/03/2013 და ჯგუფს დაეხმარა უფრო სრულყოფილად გამოეხატა თავიანთი კონცეფცია მსმენელის წინაშე.
ჯგუფმა ასევე გამოაქვეყნა მეორე კლიპი “My Lover Is A Killer”, რომლის პრეზენტაციაც 29/06/2013 ჩატარდა კლუბ დივანში.

2013 წლის მიწურულს The Mins-ის სოლისტი ზვიად მღებრიშვილი მონაწილეობას იღებდა მუსიკალურ ტოკ შოუში “ახალი ხმა” “The Voice Of Georgia”, სადაც ის 5 ეტაპი იდგა სცენაზე. მას ერთერთ ლაივ პერფომანსში The Mins-თან ერთადაც მიეცა საშუალება გამოსულიყო აუდიტორიასთან Muse-ის ქოვერით Time is Running Out. მან პროექტი მეოთხედ ფინალში დატოვა.

25/01/2014 კლუბ დივანში გაათამაშეს პირველი სინგლი O.W.L., რომელიც დაიბეჭდა სულ 5 ეგზემპლარად. ამავე ლაივზე მოიხსნა რეკორდი დივანში გაყიდული ბილეთების.
26/05/2014 ჯგუფმა ჩაატარა პირველი მასშტაბური კონცერტი თბილისის ივენთ ჰოლში, სადაც მოხდა პირველი EP-ს პრეზენტაცია სახელად Blind World და მიეძღვნა დამოუკიდებლობის დღეს.

ჯგუფისთვის წარმატებული აღმოჩნდა 2015 წელი, სადაც მათ ჯერ Tbilisi Open Air 2015-ში მონაწილეობით, შემდეგ კი თბილისის პირველი საერთაშორისო პროგრესული ფესტივალის გახსნით დაგვამახსოვრეს თავი.

ჯგუფის შემადგენლობა

ზვიად მღებრიშვილი (ვოკალი, გიტარა)
შოთა ღვინეფაძე (კლავიშები, ვოკალი)
ზაზა მღებრიშვილი (ბასი, ვოკალი)
დანიელ ადიკაშვილი (დრამი)

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours