THE JETBIRD

ჟანრი: პანკ ბლუზი

ბიოგრაფია

THE JETBIRD შეიქმნა 2011 წელს თბილისში დავით ლომიძის მიერ, მას შემდეგ, რაც მისი ჯგუფი STR!NG დაიშალა. მის ახალ პროექტში თავიდან 4 წევრი იყო, მაგრამ ყველა ვერ ახერხებდა მუსიკისთვის საკმარისი დროის დათმობას, რის გამოც ჯგუფს დაარსებიდან მალევე დაშლის საფრთხე დაემუქრა, მაგრამ 2013 წელს დავით ლომიძემ და მისმა ბიძაშვილმა, ტონიმ, გადაწყვიტეს THE JETBIRD-ს არსებობა გაეგრძელებინა. დავითმა მის მუსიკალურ კარიერაში პირველად გადაწყვიტა დრამზე დაეკრა და ახლა ეს საქმე ვოკალთან ერთად მშვენივრად გამოსდის. ტონი კი გიტარის დაკვრის შესანიშნავი ტექნიკით გამოირჩევა. ჯგუფის ინსპირაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ჯეკ უაითის შემოქმედება.

ჯგუფის სახელი

ჯგუფის სახელის ინსპირაცია იყო ის, რომ სახელი მინდოდა დამეკავშირებინა მფრინავ ობიექტებთან. ანუ ეს არის კონკრეტულად ბომბდამშენი. სამხედრო სფეროდან და ბავშვობიდან ძაან მიყვარდა, რაღაც კოლექციაც კი მქონდა ამ თვითმფრინავების. სტრინგის პერიოდშიც მქონდა სიმღერა ბომბდამშენზე, რომელიც უზარმაზარი თვითმფრინავი იყო. ეხლაც, რომ ვხედავ ამ თვითმფრინავს, ძალიან დიდი ძალა და ენერგია მოდის და რაც მთავარია დაფრინავს. – აცხადებს დათო ლომიძე.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours