the eagles

The Eagles-ის შემოსავალმა ყველა როკ-ვარსკვლავის შემოსავალს გაუსწრო

Rick Diamond

ჟურნალ Forbes-ის ანგარიშით გასულ წელს ყველაზე მაღალშემოსავლიანი როკ-ვარსკვლავი The Eagles გახდა. 2013 წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე ჯგუფის შემოსავალმა 100 მილიონი დოლარი შეადგინა.

გასული წლის შემოსავლების მხრივ როკ-ვარსკვლავთა  ხუთეული ასე გამოიყურება:

1 (3). Eagles: $100m

2 (4). Bon Jovi: $82m

3 (5). Bruce Springsteen: $81m

4 (8). Paul McCartney: $71m

5 (19). Rolling Stones: $47m

6 (20). Roger Waters: $46m

7 (28). Muse: $34m

მთლიანად მუსიკალურ სამყაროში კი ყველაზე მაღალშემოსავლიანი რეპერი Dr Dre აღმოჩნდა, რომლის გასული  წლის შემოსავალი 620 მილიონი გახლავთ. მას მოყვება ბიონსე 115 მილიონიანი წლიური შემოსავლით.

XXX CES016.JPG NV

 

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours