26952047_10156284442053706_1708631929049738976_o

The Cranberries-ის ვოკალისტი გარდაიცვალა

The Cranberries-ის წამყვანი ვოკალისტი დოლორეს ო’რიორდანი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერალი ლონდონში ჩაწერაზე იმყოფებოდა და სასტუმრო “London Hilton on Park Lane”-ში იყო გაჩერებული. ის გარდაცვლილი თავის ნომერში იპოვეს, ჯერ-ჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი.

“Zombie” ; “Salvation” ; “When You’re Gone” და სხვა უამრავი ჰიტის შემქმნელს მამამისის გვერდით დაკრძალავენ, რომელიც 2011 წლის ზამთარში გარდაიცვალა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours