the_beatles___moustaches_by_felipemuve-d6cpu07

The Beatles-ის ფერადი ფილმი აუქციონზე გაიყიდება

1964 წელს გადაღებული The Beatles-ის იშვიათი, ფერადი კადრები აუქციონზე გაიყიდება. 3 წუთიანი უხმო კადრები შესაძლოა 9000 ლირად გაიყიდოს.

კადრებში ასახულია ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, რინგო სტარის და ჯორჯ ჰარისონის საუბარი და სიცილი ბლექპულის ABC თეატრის კულისებში. კადრები გადაღებულია მუსიკალური მიმდინარეობა skiffle -ის ერთ-ერთი პიონერის ჩეს მაკდევითის მიერ, რომელიც იმავე საღამოს ბენდთან ერთად უკრავდა.

აუქციონზე ამ კადრებთან ერთად ჯგუფის სხვა კადრებიც გაიყიდება, მათ შორის, ედ სალივანის შოუში სტუმრობის ამსახველი კადრები, რეპეტიციებზე და აშშ-ის ტურებზე გადაღებული ფოტოები.

The Beatles

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours