29597660_10156298645787628_7369973564895483858_n

Tbilisi Open Air 2018 – უარი მძიმე მუსიკას

Tbilisi Open Air 2018-ზე გამომსვლელი ჯგუები ცნობილია.

ფესტივალის შემადგენლობის გამოცხადებას მთელი საქართველო მოუთმნლად ელოდა, რადგან Tbilisi Open Air უკვე იქცა ეროვნულ დღესასწაულად. ამას დაემატა ისიც, რომ წელს ფესტივალი check in georgia-ს ფაგლებში ჩატარდებოდა და მოლოდინიც გაიზარდა, მაგრამ მოულოდნელად ხალხმა მათთვის უცნობი შემსრულებლების სახელები წაიკითხა.

ალბათ უდავოა ის აფქტი, რომ Tbilisi Open Air-ის პოპულარობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა როკ-მუსიკის და ჰევი მეტალის შემსრულებელთა გამოსვლებმა, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორებმა ბოლო პერიოდში გეზი სხვა მხარეს აიღეს და წელს მძიმე მუსიკა ფესტივალს საერთოდ ჩამოაშორეს.

რაც შეეხება ბილეთებს, საწყის ეტაპზე, 28 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის (1500) სამდღიანი აბონემენტი, რომლის ფასი 110 ლარიდან 170-ლარამდე იქნება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours