13730875_10154387471007628_6715957282605290213_o

Tbilisi Open Air 2016

AlterVision-ი და LTFR-ი წარმოგიდგენთ: TBILISI OPEN AIR 2016.

29-31 ივლისი – თავისუფლებისა და მუსიკის 3 დღე Lisi Wonderland-ზე (ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია).

3 დღე, 4 სცენა, 60-ზე მეტი არტისტი 15 ქვეყნიდან.

» ბილეთების ფასი:
დღიური ბილეთი – 50 ლარი ● 3-დღიანი აბონემენტი – 120 ლარი.

» ბილეთები იყიდება სპორტის სასახლესთან, Tbilisi Open Air-ის სალაროებში: ყოველდღე 11:00-20:00 (შესვენება 15:00-16:00), ასევე ონლაინ  www.tbilisiopenair.ge  და TBC PAY-ს ტერმინალებში.

» ფესტივალის დღეებში (29, 30 და 31 ივლისი) ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში, ასევე ონლაინ  www.tbilisiopenair.ge/ge და TBC PAY-ს ტერმინალებში. ადგილზე აბონემენტები აღარ გაიყიდება, აქ მხოლოდ დღიური ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი.

✓ ყველა ბილეთი დაცულია უნიკალური QR-კოდით.

✓ ყველა აბონემენტი დაცულია უნიკალური QR-კოდით. აბონემენტზე ასევე დატანილია მფლობელის პირადი მონაცემები და ფოტო. აბონემენტის გასხვისება (ჩუქება, თხოვება) არ არის შესაძლებელი.

✓ შეძენილი ბილეთების დაბრუნება ან გადაცვლა სხვა თარიღზე არ არის შესაძლებელი.

✓ იმისთვის, რომ არ შეგექმნათ ფესტივალზე შესვლის პრობლემა, ნუ შეიძენთ ბილეთებს არაოფიციალური პირებისგან.

✓ ფესტივალის მეგზური: http://bit.ly/2ayV8wz

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours