Tbilisi Open Air 2015

Tbilisi Open Air 2015 – 10 ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი

გთავაზობთ 10 ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტს Tbilisi Open Air 2015-დან.

10. the tiger lillies – crack of doom

ბევრი ელოდა ამ ჯგუფის გამოსვლას, მაგრამ ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის იმედგაცრუება იყო, რომ დილით მოუწიათ გამოსვლა, რასაც საშინელი ქარი დაემატა, ვოკალი ძალიან ცუდად ისმოდა, მაგრამ თითქოს ეს ყველაფერი ბოლოს შესრულებულ სიმღერაში crack of doom გამოასწორეს. სიმღერას მაყურებელიც შესანიშნავად აყვა.

9. ზაკ უაილდის სოლო

საქართველოში უმაღლესი დონის გიტარისტი რომ ჩამოდიოდა, ეს ვიცოდით, მაგრამ ზაკმა ეს კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა. წარმოუდგენელი იყო ეს ადამიანი და თავისი გიტარა, თუმცა ყველას გაუხარდა, რომ მისი შესაძლებლობები კლავიშებზეც ვნახეთ.

8. Archive – Distorted Angels

ამ ულამაზეს სიმღერას ჯგუფი იშვიათად ასრულებს და წლევანდელ ტურნეში საერთოდ არ შეუსრულებიათ, სწორედ ამიტომ ჯგუფის ფანებისთვის ამ სიმღერის მოსმენა სიურპრიზი იყო, შესანიშნავი სიურპრიზი. შეიძლება ითქვას, დანაშაული, რომ Again არ შეასრულეს, ამით გამოისყიდეს.

7. Beth hart – am i the one

ეს სიმღერა ქართველ მსმენელში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი შესრულებისას მომღერალმა ეს იგრძნო, რამაც არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო. საერთოდ ბეთ ჰარტი თბილისში გამორჩეულად კარგი იყო, შესანიშნავი იყო მაყურებელიც. არანაკლებ კარგი იყო მისი სხვა სიმღერების შესრულებაც.

6. soap and skin და ცრემლები

ამ გოგოს გამოსვლის დროს იყო ცრემლები, როგორც მისგან ასევე მაყურებლებისგან. ნამდვილად ემოციური ლაივი იყო. Soap&Skin_ს თამამად შეიძლება ეწოდოს ფესტივალის აღმოჩენა.

5. Placebo – Meds & დიდი ხმაური

meds_ის დაკვრის დროს “პლასიბომ” დაკვრა შეწყვიტა და დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში უსმენდა ხალხის აპლოდისმენტებს და ხმაურს. ხალხი კი არ ჩერდებოდა, რამაც ჯგუფის წევრების აღფრთოვანება გამოიწვია.

4. “ზემფირა” და უკრაინის დროშა

ზემფირამ მაყურებელს უკრაინის დროშა გამოართვა, მაღლა ააფრიალა და სიმღერისას მიკროფონზე დაამაგრა. ეს იყო ყველაზე გახმაურებული ფაქტი, რაც ფესტივალზე მოხდა, რადგან ეს ამბავი უამრავი საზღვარგარეთული ტელევიზიის საინფორმაციო გამოცემამ გააშუქა. ამ საქციელით აღშფოთდნენ რუსები, თუმცა ქართველებისთვის და განსაკუთრებით უკრაინელებისთვის ეს საქციელი მოსაწონი აღმოჩნდა, რასაც მაყურებელთა ძალიან დიდი ტაში ადასტურებს. გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც თითქმის მილიონმა ადამიანმა ნახა.

3. “სლემი”, “სლემის ცეკვა”, “სიკვდილის კედელი” და გაგიჟებული მაყურებელი black label society_ის დროს.

სამწუხაროდ, მესამე დღეს ყველაზე ცოტა ადამიანი მოვიდა, მაგრამ ვინც იყო თითქმის ყველა არაჩვეულებრივი მსმენელი აღმოჩნდა. იყო მცირერიცხოვანი, მაგრამ საკმაოდ კარგი “სლემი”, ასევე “სლემის ცეკვა”, “სიკვდილის კედელი”. ეს ყველაფერი იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ დრამერმა სამჯერ გადაუღო მაყურებელს ვიდეო, ზაკ უილდმა კი ამ კონცერტს თავის გვერდზე სამი პოსტი მიუძღვნა და ქართველებისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა. იყვნენ გულწასული ადამიანები სლემის დროს, იყო “სიკვდილის კედლის” დროს ყბის მოტეხვა, თავის გატეხვა, მხრის ამოვარდნა… ამ შედეგებმა ბევრი იქ მისულის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, მაგრამ მეტალ-კონცერტების დროს ეს ბუნებრივია და ცუდია თუ ხალხმა ეს პირველად ამ კონცერტზე გაიგო. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფეხმოტეხილი ყავარჯნებიანი ადამიანი, რომელიც არც “სლემს” და არც “სიკვდილის კედელს” არ ერიდებოდა.

2. Archive – lights..საოცარი ფინალი

“არქივის” კონცერტი ცალკე აღსანიშნავია. ვნახეთ, როგორ ყვიროდა ათასობით ადამიანი fuck you anyway_ს, ვნახეთ ენითაღუწერელი ემოციები bullets_ის დაკვრის დროს, მაგრამ ყველაზე გამორჩეული მომენტი მათ კონცერტზე Lights იყო. ეს იყო მომენტი, როდესაც ხალხის უწყვეტი ტაშის შემდეგ ჩაბნელებული სცენა განათდა ჯგუფი დაბრუნდა და 15 წუთიანი საოცრება შესთავაზა მაყურებელს. საუკეთესო შესრულება ფესტივალზე.

1. in this river და “პანტერას” პლაკატი

ფესტივალის ყველაზე ეპიკური მომენტი იყო, როდესაც რამდენიმე მაგარმა ბიჭმა in this river-ის შესრულების დროს “პანტერას” დიდი პლაკატი გაშალა. როგორც იცით, ზაკმა ეს სიმღერა თავისი გარდაცვლილი ახლო მეგობრის, “პანტერას” სოლისტის დარელ დაიმბეგის ხსოვნას მიუძღვნა.

გააზიარე პოსტი

6 comments

Add yours

დატოვეთ კომენტარი