_dsc4700

Tbilisi JAM Fest 2017 აღარ გაიმართება

Tbilisi JAM Fest, რომელიც სხვადასხვა ჟანრის ხარისხიანი მუსიკის შემსრულებლებით გვანებივრებდა წელს აღარ გაიმართება.

ფესტივალისთვის განსაკუთრებით ხმაურიანი იყო 2016 წელი, როდესაც დაუპატიჟებელმა სტუმრებმა ფესტივალის ჩაშლა სცადეს. ამის გამო ჯგუფ Jinjer-ის შოუ ჩაიშალა, თუმცა ფესტივალი მაინც ჩატარდა, მსმენელმა სცენაზე არაჩვეულებრივი შვედური ჯგუფი Tiamat იხილა.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ფესტივალი წელს აღარ გაიმართება.

ჩვენ დავუკავშირდით ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელს, ერიკ ‘ჰატჩენსს’, რომელმაც ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა. მიზეზი ბევრია, მაგრამ მთავარი მაინც ფესტივალის მიმართ მსმენელთა ნაკლები ინტერესის გამოვლენაა.

თუმცა მისივე თქმით, JAM არ აპირებს ფესტივალზე საბოლოოდ თქვას უარი. ფესტივალმა დროებითი, ერთ წლიანი პაუზა აიღო, რათა Tbilisi JAM Fest შემდეგ წელს ახალი იდეებით, უფრო წარმატებულად დაბრუნდეს და მსმენელთა უფრო დიდი ყურადღება დაიმსახუროს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours