tiamat111

Tbilisi JAM! Fest 2016

4-5 ივნისს თბილისში როკ & მეტალ მუსიკის ზეიმი იქნება. საქართველოს დედაქალაქს TIAMAT და სხვა ცნობილი ჯგუფები ეწვევიან.

ფესტივალის შემადგენლობა: TIAMAT [swe] JINJER [ua] WALKWAYS [il] SUMMONED TIDE [swe] DISMORIAL [ge]  DAGDAGANI [ge] PYRAWEED [az] MENTALISTY [ge] NAIRI [am] INFADUS [ge] SERUMHATRED [az] PERFECT LEGACY [am] E.T.C. [ge] EUPHORIA [am] THIRD SIDE JUSTICE [ge] xResistenciAx [ge].

ბილეთების შეძენა
(ბილეთების ნაღდ ფულზე შესაძენად შეგიძლიათ მიბრძანდეთ ბიბლუს გალერიში, მის: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 7)

ფესტივალზე ასევე გამოვლინდება ის ახალბედა ჯგუფი კავკასიიდან, რომელიც ვაკენის ფესტივალზე დაკვრის უფლებას მოიპოვებს.

ფესტივალის ადგილი: ზაჰესის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორია.

ორგანიზატორი: JAM! events

ფესტივალის დევიზია “არა ძალადობას”

იხილეთ ფესტივალის პოსტერი

FB ივენთი

JINJER

პირველი დღის ჰედლაინერი უკრაინული გრუვ მეტალ ჯგუფი Jinjer. ჯგუფი დიდი ხანი არ არის, რაც არსებობს, მაგრამ უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა. გიტარისტი რომან იბრამხალილოვის მუსიკა და ვოკალისტის ტატიანა შმაილუკის ენერგიული შესრულება საკმაოდ პოპულარულია უკრაინაში და რუსეთში, 2014 წელს პირველი ალბომის გამოსვლის შემდეგ კი ჯგუფმა სხვა ქვეყნებიდანაც საკმაო მიწვევები მიიღო. Jinjer-ს აქვს კომპოზიციები როგორც გრუვ მეტალის, ასევე დეზკორის და დეზ მეტალის ჟანრში.

TIAMAT

მეორე დღის ჰედლაინერი იქნება ბევრად ცნობილი შვედური ჯგუფი Tiamat. ჯგუფმა კარიერა დეზ/დუმ მეტალის ჟანრში დაიწყო. მათი მესამე ალბომი Clouds საკმაოდ გაიყიდა სკანდინავიაში, მოგვიანებით კი მთელს ევროპაში, ალბომმა Wildhoney მათ მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. აღნიშნული ალბომის 8 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა აშშ-ში. ამის შემდეგ კი tiamat უკვე ძლიერი სიტყვა იყო მუსიკაში.

ამ პერიოდში გოთური მუსიკა დომინირებდა, Tiamat-მა კი გადაწყვიტა ჟანრი შეეცვალა და დეზიდან გოთში გადასულიყო, რაც საკმაოდ წარმატებით მოახერხა. ჯგუფი ამ დროს პოპულარობის პიკზე იყო, თუმცა 90-იანების ბოლოდან გოთური მუსიკის პოპულარობამ საკმაოდ იკლო და ჯგუფსაც ცუდი დღე დაუდგა. იოჰან ედლუნდის ვოკალის ცვლილების გამო შეუძლებელი იყო მათი დეზში დაბრუნება, რის გამოც გადაწყვიტეს გოთში დარჩენილიყვნენ და მათი შემოქმედება უფრო დაეხვეწათ.

გოთურ როკ/მეტალში დარჩენით მათ მსმენელთა ნაწილი დაკარგეს, მაგრამ შეიძინეს საკმაო ოდენობის ახალი მსმენელი. დღეს გოთში აქტიურად მოღვაწე ჯგუფებიდან მრავალი გამოკითხვის შედეგად Tiamat საუკეთესოდ ითვლება. 2008 წელს ალბომი Amanethes შვედეთში ყველაზე გაყიდვად ალბომთა სიაში მოხვდა, რაც გოთური მუსიკისთვის 2008 წელს საოცარი წარმატება იყო. ალბომი ასევე საკმაოდ გაყიდვადი იყო გერმანიაშიც. 2014 წელს მათი საკმაოდ წარმატებული ალბომის The Scarred People-ის გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ საუბარი მიდიოდა იოჰანის წასვლაზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ის საკმაოდ დეპრესიული კომენტარებით გამოირჩეოდა და ხმები გავრცელდა, რომ ჯგუფიდან წასვლამ ის დეპრესიაში ჩააგდო და შესაძლოა სუიციდით დაესრულებინა სიცოცხლე. ამ ფაქტს შესაძლოა ჯგუფის დაშლა გამოეწვია, მაგრამ იოჰანმა მხნეობა შეინარჩუნა და მისი მკურნალობაც შედეგიანი აღმოჩნდა. ის ჯგუფში დარჩა. ჯგუფმა ამ მიზეზით კონცერტთა ოდენობა შეამცირა, მაგრამ საბედნიეროდ თბილისში დაკვრაზე უარი არ უთქვამთ და ქართველ მსმენელს ამ დიდი ჯგუფის მოსმენის საშუალება 5 ივნისს მიეცემა.

აგრეთვე იხილეთ Tiamat-ის 10 საუკეთესო სიმღერა

 

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours