Tarja

ტარია და მეგობარები ბარბუდასთვის ერთიანდებიან

ბარბუდას კუნძულს ქარიშხალი ირმა დაატყდა თავს, რის გამოც კუნძულის მთელ მოსახლეობას სახლების დატოვება მოუწიათ.

ტარია ტურუნენი მეგობრებთან ერთად ჩაწერს კლიპს, რომელიც 7 დეკემბერს გამოვა. გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება ბარბუდას დახმარების ფონდში.

მუსიკოსის თქმით მას რამდენიმე წელიწადის განმავლობაში ჰქონდა სახლი ანტიგუაში და არფრთოვანებული იყო იქაური ხალხის სტუმართმოყვარეობით და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებით.

სიმღერა Feliz Navidad იქნება ვარსკვლავების სამიზნე. ტარია ტურენენმა წელს გამოშვებულ საშობაო ალბომში From Spirits and Ghosts (Score for a Dark Christmas) შეიტანა ამ სიმღერის ქავერი და სწორედ ამ ქავერს დაამუშავებენ ვარსვლავები.

შემადგენლობა კი ნამდვილად შთამბეჭდავია: ტარია ტურუნენი, მაიკლ მონრო, დორო პეში, ტონი კაკკო (Sonata Arctica), ელიზე რიდი (Amaranthe), სიმონე სიმონსი (Epeica), კრისტინა სკაბია (Lacuna Coil), შარონ დენ ადელი (Within Temptation), ფლორ იანსენი (Nightwish), ჯო ლი ტარნერი (ex Rainbow & Deep Purple), მარკო საარესტო (Poets of the Fall), ჰანსი კურში (Blind Guardian), ტიმო კოტიპელტო (Stratovarius).

დაველოდოთ 7 დეკემბერს, მანამდე კი მოუსმინეთ ტარიას ინდივიდუალურ ქავერს.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours