tankard

2017 წლის პირველი ანონსი – Tankard საქართველოში

2017 წლის 28 ოქტომბერს, თბილისს ცნობილი გერმანული თრეშ-მეტალ ჯგუფი, Tankard ეწვევა.

Tankard 1982 წელს ფრანკფურტში დაარსდა და დღემდე აქტიურად მოღვაწეობს თრეშ მეტალის ჟანრში. მათი დისკოგრაფია 16 სტუდიურ ალბომს ითვლის.

კონცერტი Conspiracy Concert Agency-ს ორგანიზებით გამართება. მათი თქმით 2017 წელი ძალზედ საინტერესო იქნება და კიდევ ბევრ ანონსს შემოგვთავაზებენ.

Conspiracy Concert Agency თრეშ-მეტალ ჯგუფების ჩამოყვანით გვამახსოვრებს თავს, მაგრამ დაელოდეთ ახალ ინფორმაციას. მალე განსხვავებული ჟანრის ცნობილი შემსრულებლის ჩამოსვლის შესახებ შეიტყობთ.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours