SOAD-system-of-a-down-334429_600_381

SYSTEM OF A DOWN ერევანში კონცერტს გამართავს

“Wake Up the Souls” – ასე ქვია მსოფლიო ტურნეს, რომელიც ჯგუფმა სომხების გენოციდის 100 წლისთავს მიუძღვნა. მათი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც საუკუნის წინ ოსმალეთის იმპერიაში მოხდა, მაშინ სამოქალაქო ომს 1.5 მილიონი სომეხი ეროვნების ადამიანი ემსხვერპლა.

“ჩვენი ოცნება იყო სომხეთში კონცერტის გამართვა,”- განაცხადეს ჯგუფის წევრებმა ვიდეო მიმართვაში, “გვემღერა ჩვენს სამშობლოში და პატივი მიგვეგო 20 საუკუნის პირველი გენოციდის მსხვერპლთათვის”. კონცერტი ერევანში 23 აპრილს გაიმართება რესპუბლიკის მოედანზე და დასწრება უფასო იქნება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours