აუტოპსიის შედეგებით ცნობილი გახდა, რომ ჯგუფ SURVIVOR-ის ვოკალისტი ჯიმი ჯეიმსონი მეტაამფიტამინის ზედმეტი დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო დასკვნაშია ნათქვამი, ორგანიზმს აღენიშნებოდა მძიმე მეტაამფიტამინური ინტოქსიკაცია, რომელმაც ტვინში სისხლის ჩაქცევა გამოიწვია. ასევე ცნობილი გახდა, რომ 63 წლის მუსიკოსი გულის უკმარისობით იყო ავად.
