Steven Wilson

სტივენ უილსონი გარდაცვლილი ფანის სურვილს აასრულებს

სტივენ უილსონი დუდა მარიუშთან ერთად გარდაცვლილი ალეკ უილდეის სურვილს აასრულებს.

ალეკ უილდეი ორივე მუსიკოსის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ. ის პოეტი იყო და პოემა დაწერა, რომელიც მან ორივე მუსიკოსს გაუგზავნა და სთხოვა, რომ მისი პოემისთვის სიმღერა დაეწერათ. ალეკი ამ წერილის გაგზავნიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა, რადგან სიმსივნით იყო დაავადებული.

სტივენ უილსონი და დუდა მარიუში ერთმანეთს დაუკავშირდნენ და გადაწყვიტეს თავიანთ გარდაცვლილ ფანს სურვილი აუსრულონ და მისი პოემის მიხედვით სიმღერა დაწერონ, რომელიც გაყიდვაში მალე გამოვა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ სიმღერის მიერ მოტანილი შემოსავლიდან ნახევარს მუსიკოსები იმ საავადმყოფოს გადაურიცხავენ, რომელიც ალეკზე ზრუნავდა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours