morrissey-has-cancer

სტივენ მორისი სიმსივნეს ებრძვის

სტივენ მორისი უკვე რამდენიმე თვეა უმძიმეს დაავადებას ებრძვის. როგორც ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, უკვე ოთხჯერ გაიარა ქიმიოთერაპია და თავს შედარებით უკეთ გრძნობს: ” მათ უკვე ოთხჯერ ჩამიტარეს პროცედურა, თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა. თუ მოვკვდები, მოვკვდები, თუ არა და არა. ეხლა თავს უკეთ ვგრძნობ. ვშიშობ ბოლო ფოტოებზე ძალიან ცუდად გამოვიყურები, მაგრამ ამის მიზეზი ავადმყოფობაა. არ ვაპირებ ამაზე დარდს, იმქვეყნად მაინც შევძლებ დასვენებას”.

55 წლის მუსიკოსმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც დაადასტურა, რომ მუსიკისთვის თავის დანებებას აპირებს,     “ბევრი კომპოზიტორი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა, მე ჯერ კიდევ აქ ვარ და არავინ იცის რა მომიხერხოს. იმედი მაქვს სამუდამოდ შევწყვეტ სიმღერას, რაც ბევრს გაახარებს”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours