statusquo2012-21

Status Quo ბრიტანულ ჩარტებში ლიდერობას აღნიშნავს

Status-Quo---UMG-Eyecatcher

უკვე დადასტურდა, რომ ვეტერანი როკ-ჯგუფის Status Quo-ს ალბომები ბრიტანულ ჩარტებში 500 კვირის  განმავლობაში იმყოფებოდა.  ამიერიდან ჯგუფი იმ მუსიკოსების ორმოცდაათეულში შევიდა, რომელთა ალბომები ჩარტებში 500 ან მეტი კვირის განმავლობაში რჩებოდა. ასეთი შედეგი გამოიწვია ბოლო ალბომმა Aquostic (Stripped Bare), რომელიც ოქტომბერში გამოვიდა.

” 500 კვირის ანუ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იყო ჩარტებში – ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. ასეთი შედეგი წარმოუდგენელი იყო წლების წინ, როდესაც ჯგუფს ვაყალიბებდით. ესაა ხელშესახები მიღწევა, რითაც ვამაყობთ,” – აცხადებს ფრენსის როსი. ბრიტანულ ჩარტებში ყველაზე ხანგრძლივად Queen ლიდერობდა 1457 კვირის განმავლობაში.

Status Quo-ს  მუსიკოსები გაჩერებას არ აპირებენ და 2015 წლის პირველ ნახევარში უკვე 7 კონცერტი აქვთ დაგეგმილი:

20 აპრილი: Glasgow Royal Concert Hall

21 აპრილი: Sheffield City Hall

23 აპრილი: Wolverhampton Civic Hall

24 აპრილი: Portsmouth Guildhall

26 აპრილი: London Eventim Apollo

16 მაისი: Bridlington Bluebell Hotel

3 ივლისი: Preston Hoghton Tower

statusquo2012-21

 

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours