photo-main

სპაგეტი ვესტერნი

სპაგეტი ვესტერნი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრის- ვესტერნის ერთ-ერთი ქვეკატეგორიაა, რომელსაც იტალიურ ვესტერნსაც უწოდებენ ხოლმე. მასში ერთიანდება 1960-იანი წლებიდან 1980 წლამდე შექმნილი ფილმები. ყველაზე ცნობილი სპაგეტი ვესტერნია იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს „Dollars Trilogy”, ენიო მორიკონეს მუსიკალური გაფორმებით : A Fistful of Dollars- (1964), For a Few Dollars – (1965), and The Good, the Bad and the Ugly- (1966) – მთავარ როლში კლინტ ისტვუდი. აღსანიშნავია, იტალიელი სერჯიო კორბუჩის ფილმი „ჯანგო“ (1966) – ფრანკო ნეროს მონაწილეობით, სპაგეტი ვესტერნის ერთ-ერთი კლასიკა. თანამედროვე ამერიკაში სპაგეტი ვესტერნი ქვენთინ ტარანტინომ „გაიხსენა“ 2013  წლის ოსკაროსანი ფილმით „ გათავისუფლებული ჯანგო“-მთავარ როლში ჯეიმი ფოქსი.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours