the_smashing_pumpkins__monuments_to_an_elegy_

Smashing Pumpkins – Monuments To An Elegy

გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ამ ალბომისგან გაცილებით მეტს ველოდი, მოსმენის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სინგლი “Drum + Fife” ერთადერთი კარგი სიმღერაა ალბომიდან, დანარჩენი “არის რა”, ზოგადად ალბომიც შეიძლება დაითაგოს როგორც “არის რა”. ძველი ფამქინსისგან ბევრი არაფერი დარჩა, დარჩა ბილის ვოკალი, რომელიც ამ ალბომში უფრო ახალგაზრდულად ჟღერს ვიდრე მათ წინა ნამუშევარში “Oceania”.

ალბომზე კარგი ის შეიძლება ითქვას, რომ ცუდი არ არის, ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, ნებისმიერი დამწყები ჯგუფისთვის ეს ალბომი კარგი სტარტი იქნებოდა, მაგრამ არა ჯგუფისთვის, რომელიც წლების წინ მანიფესტს მანიფესტზე აცხობდა და მეამბოხე ახალგაზრდების ნამდვილი კერპი იყო. მუსიკალური მხრივ ალბომი გამოირჩევა მეტი სინტით და მეტი პოპით, მეტი რომანტიზმით, სენტიმენტალური გახდა ბილი.

ალბომის საერთო შეფასება7.1
7.1

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours