668681cf9735

SLIPKNOT-მა ჯგუფში ნაბიჭვარი მიიღო

პანკ ჯგუფ AGAINST ME! ვოკალისტმა ლორა ჯეინ გრეისმა ყოფილ დრამერს ჯეი ვინბერგს ნაბიჭვარი უწოდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მან ჯოი ჯორდისონი ჩაანაცვლა SLIPKNOT-ში.

“პატივცემულო SLIPKNOT, წარმატებას გისურვებთ ამ ნაბიჭვართან ერთად”, – ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა მან საკუთარ ტვიტერზე. ჟურნალ SPIN-ის კითხვაზე, თუ რატომ დატოვა ჯეი ვინბერგმა ჯგუფი,  გრეისმა უპასუხა: “მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს რატომ, მას არაფერი უთქვამს. უბრალოდ, დილით, როცა გავიღვიძე, ტვიტერზე მისი პოსტი ვნახე, სადაც წერდა, რომ მიდიოდა ჯგუფიდან. ამის შემდეგ მასთან საუბარი აღარ მქონია”.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours