1fc46549a4998c10e7e18eab76ed786f-640x360-600x360

Slipknot-ის ახალი ალბომი გაყიდვაშია

ცნობილი ჯგუფის Slipknot-ის, რიგით მეხუთე ალბომი 5: The Gray Chapter მსოფლიოს მასშტაბით უკვე გაყიდვაშია.

ჯგუფმა ალბომის გამოსვლამდე უკვე მოასწრო სამი სინგლის გამოშვება და მუსიკალური ვიდეოების გადაღება სიმღერებზე – “The Negative One”, “The Devil in I” და “Custer”.

“ძალიან იშვიათად ვტირი და საშინლად არ მიყვარს, როდესაც ვინმე ხედავს თუ როგორ ვტირი, მაგრამ როდესაც სიმღერა “XIX” მოვისმინე კორი ტეილორის შესრულებით, ცრემლების შეკავება ვერანაირად ვერ მოვახერხე”– აცხადებს შონ კრეჰენი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ იანვარში ჯგუფი Slipknot ტურნეს დიდ ბრიტანეთში ჩაატარებს. განრიგი ასე გამოიყურება.

16.01.2015 – შეფილდი
18.01.2015 – გლაზგო
19.01.2015 – ნიუკასლი
20.01.2015 – მანჩესტერი
22.01.2015 – ლივერპული
23.01.2015 – ლონდონი (უემბლი)
24.01.2015 – ნოტინგემი
27.01.2015 – ბირმინგემი

წყარო: rollingstone.com & nme.com

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours