tom-araya

Slayer დიდი სცენიდან მიდის

ლეგენდარული თრეშ-მეტალ ჯგუფი Slayer გამოსამშვიდობებელ ტურნეს აანონსებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელი ქალაქები მოხვდებიან ამ ტურნეში, მაგრამ ისკი ცნობილია, რომ ეს იქნება მსოფლიო ტურნე და ძალიან დიდი მასშტაბით გაიმართება.

ჯგუფის სოლისტის ტომ არაიას თქმით, მან 35 წელიზე მეტი გაატარა სცენაზე, რაც საკმარისი დროა, რომ დამსახურებულ პენსიაზე გავიდეს. დიდი ოთხეულიდან პირველი სცენას სწორედ Slayer ტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფი ტომ არაიამ და კერი კინგმა 1981 წელს კალიფორნიაში შექმნეს. ჯგუფმა გამოუშვა 12 სტუდიური ალბომი, 1986-1990 წლების პერიოდი კი ნამდვილი ოქროს ერა იყო მათ კარიერაში.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours