20130611022751-c3726204-sm

Sinead O’Connor-მა რობინ ვილიამსს სიმღერა მიუძღვნა

ირლანდიელმა მომღერალმა ლონდონში გამართული კონცერტის დროს განაცხადა, რომ მან ძალიან განიცადა მსახიობის სიკვდილი და რომ ეს დიდი დანაკარგია კინო სამყაროსთვის. ამის შემდეგ კი სიმღერა “8 Good Reasons” რობინ ვილიამსისთვის დაუკრა.

სიმღერაში ის საუბრობს საკუთარ სუიციდურ აზრებზე და მოუწოდებს ყველას, დაფიქრდნენ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ და არ აყვნენ ემოციებს.

“რობინმა ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, მინდა სიმღერა მივუძღვნა მათ, ვინც შესაძლოა ფიქრობს თვითმკვლელობაზე და ვთხოვო მათ არ გააკეთონ ეს,” – განაცხადა მომღერალმა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours