sia__1000_forms_of_fear

Sia — 1000 Forms Of Fear

Sia ძალიან უცნაური ფენომენია თანამედროვე პოპ მუსიკაში. 38 წლის ავსტრალიელი მუსიკოსი, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდ წარმატებას მიაღწია, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ამპლუაში მოღვაწეობდა. დაიწყო როგორც ბექ ვოკალისტმა, შემდეგ დაწერა რამდენიმე ცნობილი ჰიტი, მათ შორის ისეთი მომღერლებისთვის, როგორიცაა ბიონსე, რიანა. ჰქონდა რთული პერიოდიც, როცა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისგან გამოწვეული ნერვული სტრესის გამო გარკვეული ხნით ჩამოშორდა მუსიკას. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ის საკუთარი ალბომით დაბრუნდა “1000 Forms Of Fear”. ალბომი ძალიან პოპულარული გახდა, პათოსური მსუყე მუსიკით გაჯერებული, ის ერთგვარი კვინტესენციაა თანამედროვე პოპ მუსიკის.

მუსიკალური მხარე8.5
ალბომის გარეყდა7.7
8.1

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours