Shelby

 

ჯგუფი “Shelby” არის ბლუზ-როკ ჯგუფი საქართველოდან, რომელმაც 2011 წლიდან დაიწყო აქტიურად მოღვაწეობა. ჯგუფის შექმნის იდეა დაიბადა მიწისქვეშა გადასასვლელში!
ბენდის სახელის რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა და საბოლოოდ, არჩევანი‘’Shelby’’-ზე გაკეთდა. ჯგუფს თბილისსა და რუსთავში 30-მდე კონცერტი აქვს გამართული.
2012 წელს ბენდი მიწვეული იყო რადიო 102.4-ში სადაც 2 კვირის განმავლობაში სიმღერა “Woman on my mind” ხვდებოდა ჰიტ ათეულში.
ამის შემდეგ ერთერთმა გაზეთმა ვრცელი ინტერვიუ გააკეთა ჯგუფზე, გაზეთებს მოჰყვა ტელევიზიები და ა.შ

2012წ 19 მაისს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო “ქუჩის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში”, რომელიც თბილისში გაიმართა.
ყველაზე წარმატებული ჯგუფისთვის აღმოჩნდა გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც 4 თვის განმავლობაში 13 ათასჯერ იქნა მოსმენილი სიმღერები.
‘’Shelby’’-ს რეპერტუარი ძირითადად ბლუზ-როკ – ის სტილშია. ჯგუფს 20-მდე სიმღერა აქვს დაწერილი და უახლოეს მომავალში ალბომის გამოშვებას გეგმავენ.

რეპერტუარი, ძირითადად, ინგლისურენოვანია. სიმღერის ტექსტები ეკუთვნის ვოკალისტ იოანე არაბულს, მათ ყოფილ ბას გიტარისტს ილია ლობჟანიძესა და გურამ ღონღაძეს.

2013 წლის აგვისტოში ბენდი გაემგზავრა ლატვიაში ფესტივალზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მუსიკოსები და ბენდები შემდეგი ქვეყნებიდან : ინგლისი , იტალია , ბელგია , საბერძნეთი და ლატვია . 8 დღის განმავლობაში ქალაქ რეზეკნეში, ხოლო 2 დღე რიგაში, სადაც 5 კონცერტი ჩაატარეს. წარმატებული ლაივების შემდგომ, რიგიდან ჩამოსვლიდან დაახლოებით 1 თვეში, ჯგუფს მოუვიდა მოწვევა სხვა ორგანიზაციებიდან და ცნობილი კლუბებიდან რიგაში. 2014 წლის მაისს პროდიუსერ დიტო კურტანიძესთან ერთად ისევ გაემგზავრებიან ბალტიისპირეთში, სადაც ალბომის ჩაწერას გეგმავენ ჯერჯერობით პუბლიკისთვის უცნობი სიმღერებით, რომელიც ინდი-როკ ელექტრონიკაა.
ჯგუფ შელბის მუსიკა დასაწყისში ბლუზთან და როკენროლთან იყო ასოცირებული, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა ჟანრობრივად და უფრო ალტერნატიულ როკსა და ინდი როკს მიუახლოვდა.

ჯგუფის შემადგენლობა

იოანე არაბული – ვოკალი, რითმ გიტარა
თორნიკე ოდიშელიძე – სოლო გიტარა
გიორგი წერეთელი – კლავიშები, ბექ ვოკალი
დავით თხელიძე – ბას გიტარა,
უჩა არჩვაძე – დასარტყამი ინსტრუმენტი

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours