OFsMwlziSPo

Sex Pistols არ აღდგება

პანკის ხატად წოდებულმა ჯონ ლაიდონმა უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ Sex Pistols აღდგება და ახალ ალბომსაც გამოუშვებს.

ჯონმა განაცხადა, რომ ჯგუფის გაცოცხლება საკმაოდ ჩახლართულად გამოიყურება და არ სურს წარსულში დაბრუნება.

სიმღერების გადაკეთება, დაწერა, ხელახლა ჩაწერა… ეს ყველაფერი ძალიან ჩახლართულად გამოიყურება. არ მინდა წარსულში დაბრუნება, არ მინდა ბევრი უცნობი ჩემს გზაზე.

მან BBC რადიოსთან ასევე ისაუბრა, იმ დროის მუსიკაზე და მის მნიშვნელობაზე თავისი პერიოდისთვის.

მე შევცვალე მუსიკის სახე იმ დროს, მაგრამ არ შემიცვლია საზოგადოება, საზოგადოებას ვერაფერი შეცვლის და მუდამ იგივე დარჩება. მე მსმენელს გულწრფელობა შევთავაზე, გავუგზავნე მოაზროვნე მესიჯი, რამაც იერიში მიიტანა ჩვეულებრივ ყოფაზე.

ლაიდონმა ასევე ისაუბრა პანკის მეორე ხატზე და ჯგუფის წევრზე, სიდ ვიშესზე, რომელმაც 21 წლის ასაკში დაასრულა სიცოცხლე და უმთავრესი წვლილი შეიტანა ჯგუფის დაშლაში.

სიდის დედა გამოუსწორებელი ნარკომანი იყო და გასაკვირი არც არაფერია. მე შეცდომა დავუშვი, როდესაც ის ჯგუფში მოვიყვანე, ვიცოდი, რომ ვერ გამოსწორდებოდა, სწორედ ამიტომ, მის სიკვდილზე გარკვეულ პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ლაიდონმა გასულ წელს თავისი თანაავტორობით მეორე წიგნი “Punk: Chaos to Couture” შემოგვთავაზა.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours