Ozzy-Kevin-Winter-Getty-Images-630x420

სერ ოზი? ოზი ოსბორნი შესაძლოა რაინდად აკურთხონ

ბრიტანული პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლეგენდარული მუსიკოსის ოზი ოსბორნის რაინდად კურთხევის საკითხი აქტიურად განიხილება.

“ახლა გავიგე ამის შესახებ. რაინდად კურთხევა ? უკეთესი რა შეიძლება მოხდეს, ჩემი ცოლი ლედი იქნება, ეს ხომ ძალიან მაგარია. ბავშობაში ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ჩემს ქალაქს გავცდებოდი და აი რა ხდება, თუმცა სიმართლე გითხრათ, თუ რაინდი ვერ გავხდები, ამაზე გული ნამდვილად არ დამწყდება.” – აცხადებს ოზი.

შეგახსენებთ, რომ ოზი ოსბორნმა პოპულარობა 1970-იან წლებში მოიპოვა ვოკალისტის სახით Black Sabbath-ში, მოგვიანებით კი საკმაოდ წარმატებული სოლო-კარიერით.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours