11141164_885953714798247_1930488486770557219_n

Scratch The Floor ვაკენზე დაუკრავს

ქართული ნიუ მეტალ ჯგუფი Scratch The Floor ვაკენის ფესტივალზე დაუკრავს. ამისთვის მათ  ბევრი ძლიერი ჯგუფის დამარცხება მოუწიათ.

“დღეს გაირკვა, რომ ჩვენ დავუკრავთ გერმანიაში Wacken Open Air – ზე!
ბედნიერები ვართ, რომ წარვადგენთ კავკასიის რეგიონს და კერძოდ საქართველოს დროშას აღვმართავთ იქ, გავიცნობთ ჩვენს საყვარელ მუსიკოსებს და უამრავ მეტალჰედთან ერთად შევსვამთ ლუდს და ჭაჭას!
საერთო ჯამში, სადაც არ უნდა ვიყოთ, უკრაინა იქნება ეს, გერმანია თუ კიდევ სხვა ქვეყანა, ქართველ მსმენელს მაინც არაფერი გვირჩევნია!
დიდი მადლობა ყველას მხარში დგომისთვის, თქვენი დამსახურებაა სქრეჩზიფლორი! “
– წერს ჯგუფი სოციალურ ქსელში.

აქვე გეტყვით, რომ ვაკენის ფესტივალი 30, 31 ივლისს და პირველ აგვისტოს გაიმართება.

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours