Scratch The Floor – Hellhound

Scratch The Floor არის ჯგუფი, რომელიც ჩვენმა საიტმა გასული წლის საუკეთესო ჯგუფად დაასახელა. ესკი მხოლოდ იმიტომ არ მომხდარა, რომ ჯგუფმა უბრალოდ ალბომი გამოუშვა. ამ ჯგუფმა მოახერხა და ძალიან მაგარი ალბომი გამოუშვა.

ალბათ ბევრს ემახსოვრება ამ ჯგუფის ქართულ სცენაზე გამოსვლა რამდენიმე წლის წინ. ჯგუფმა გამოჩენიდან მალევე გამოუშვა ჩანაწერები, კლიპები, გამოვიდა ძალიან მაგრად Tbilisi Open Air-ზე და ერთი სიტყვით ქართველი მელომანები როგორც წესია ახალ წამოწყებას კარგად შეხვდნენ, მაგრამ ყველაფერი ასევე როგორც წესია მალევე შეიცვალა. ჯგუფს მსემენელთა ოდენობის გაზრდამ გამოიწვია ქართული “მეტალ საზოგადოების” საექსპერტო დასკვნებიც, რასაც ისიც დაემატა, რომ ნიუ მეტალის პოპულარობამ საქართველოში იკლო. ჯგუფის ლაივები ისეთივე ენერგიული იყო, მაგრამ ჩანაწერების პოპულარობამ იკლო. ამ ყველაფერთან ერთად ჯგუფშიც მოხდა რამდენიმე ცვლილება. მივიღეთ სტანდარტული სურათი თუ როგორ იშლება ქართული ჯგუფი 3 წელიწადში, მაგრამ ეს ჯგუფი ამას არ შეეგუა და გამოუშვა მაღალი ხარისხის სტდუდიური ალბომი Hellhound , რის გამოც პირადად ჩემგან პატივისცემას იმსახურებენ.

ამ მცირე პროლოგის შემდეგ გადავიდეთ უშუალოდ ალბომზე. ალბომში შესული ტრეკები ალბომის გამოსვლამდე უკვე ცნობილი იყო, მაგრამ ჩაწერაში აშკარად დიდი პროგრესია და ამას მოყვარულიც კარგად შეამჩნევს. სიმრერები არის ენერგიული და ამავდროულად მელოდიური, ერთი სიტყვით გამოყენებულია ნიუ მეტალის კლასიკური ფორმულა მეტალქორის ელემენტებით, ამ ჯგუფს კი ეს ნამდვილად კარგად გამოსდის და სხვა ბევრი ქართული ჯგუფისგან განსხვავებით “მეტალის ექსპერტების” დასაკმაყოფილებლად პირველივე ჩანაწერებში იმას არ ეკიდება, რაც მყარი არ არის. ალბომის სიმღერები ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და ერთად ერთ ერთიანობას ქმნის, რაც ორმაგად დასაფასებელია. ეს როდი ნიშნავს რომ ალბომი მონოტონურია, ყველა სიმღერა ერთმანეთს ავსებს, მაგრამ ყოველ მათგანს აქვს განსხვავებული ინდივიდუალურად შერჩეული თემა, რაც მათ ალბომის გარეშე მოსმენასაც სასიამოვნოს ხდის.

ალბომი კომერციაზეა გათვლილი, რაც დღეს საქართველოში ნამდვილად საჭიროა და ამას უპირატესობად უფრო ჩავთვლი, ვიდრე ნაკლად, მაგრამ მაინც უმჯობესი იყო, რომ ტექსტებში სიმღერების ავტორი უფრო ორიგინალური ყოფილიყო. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სიმღერებში მელოდიური გიტარის სოლოების გამოყოფა და ხანგრძლივობის გაზრდაც დაამშვენებდა, რაც ნიუ მეტალის დღევანდელობასთან ადაპტირების ნიშანია. იმის თქმა მინდა, რომ ალბომში გვხვდება რამდენიმე დასამახსოვრებელი სოლო შესავალი და დასასრული, მაგრამ იმდენად მოკლეა, რომ ცალკე დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს. ასევე ჯგუფი აშკარად ცდილობდა, რომ სიმღერები ახლებურად, ნოვაციურად წარმოედგინა, რამაც რამდენიმე შემთხვევაში, რამდენიმე შემთხვევაში კი აშკარად ჩანდა რომ ეს ხელოვნურად მოხდა.

საბოლოო ჯამში ბევრი უარყოფითი დეტალის აღნიშვნა მომიწია, მაგრამ არცერთი მათგანი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ალბომის კარგი მხარე დაჩრდილოს.

P.S. ამ ჯგუფის ლაივზე Rage-ს შესრულების დროს თითი მოვიტეხე და ყოველ მოსმენაზე მახსენდება, თუმცა ამ შემთხვევაში მასიმალურად ვცადე დამევიწყებინა 😀

მელოდიურობა8.4
ტექნიკა8
ლირიკა7.8
აუდიო8.2
ნოვაცია7.7
ვიზუალი7.6
8

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours