Scratch The Floor

5 წევრიანი ნიუ მეტალ ჯგუფი Scratch The Floor დაარსდა თბილისში 2012 წელს. დღემდე ჯგუფს გამოშვებული აქვს ერთი დემო და ერთი EP სახელწოდებით Rage EP, ასევე გადაიღეს მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Reject, სადაც მათ მიერ ჩატარებული კონცერტის კადრებია შესული Tbilisi Open Air_ზე.

ჯგუფისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა 2015 წელი იმ მხრივ, რომ მათ მოიპოვეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვაკენის ფესტივალზე დაკვრის უფლება გერმანიაში. ისინი ასევე დაუკრავენ Tbilisi Open Air_ზე მთავარ სცენაზე.

ჯგუფის შემადგენლობა

Sid – ვოკალი
Sick – გიტარა
Irakli – გიტარა
Steve – ბასი
Akaki – დრამი

გააზიარე პოსტი

No comments

Add yours